კახეთში საფლავები დაარბიეს
კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში უცნობმა პირებმა სასაფლაო დაარბიეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაზიანებულია 20-მდე საფლავის ქვა, დამტვრეულია სასანთლეები. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებს. მომხდარზე ძიება 187 – ე მუხლით მიმდინარეობს.