ზურაბ ჟვანიას საქმეზე რიგით მესამე ექსპერტი გარდაიცვალა – ვინ იქნება შემდეგი

ექსპერტი მამუკა ჩხაიძე მესამე გარდაცვლილი ექსპერტია, რომელმაც ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმეზე სასამართლო-ექსპერტიზაზე იმუშავეს.
ამ დრომდე უკვე გარდაცვლილია ექსპერტი ზაზა ოქრუაშვილი, რომელიც 2005 წლის 3 თებერვალს შემთხვევის ადგილზე მივიდა. ზაზა ოქრუაშვილი, რომელმაც სასექციოშიც პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარა.
მოკლულია სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი ლევან სამხარაული, რომელიც ასევე დაესწრო გვამების და იმ გამათბობელის ექსპერტიზასაც, საიდანაც, გამოძიების მიხედვით გაზმა გაჟონა (შეგახსენებთ, ამ ექსპერტიზით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მხუთავი გაზის კონცეტრაციისას ადამიანებისთვის საშიში ზღვრისთვის არ გადაუჭარბებია) . უკვე 10 ნოემბერს, საკუთარ სახლში, რიგით მესამე ექსპერტი მამუკა ჩხაიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში წერს, სწორედ მამუკა ჩხაიძე იყო იმ სამი პათოლოგანატომიდან ერთ – ერთი, ვინც ზურაბ ჟვანიას ცხედრიდან ამოღებულ შინაგან ორგანოებს ექსპერტიზა ჩაუტარა. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ მამუკა ჩხაიძე პროკურატურაში დაკითხვებზეც დადიოდა. ექსპერტი საქალაქო სასამართლოშიც დაიკითხა. „მამუკა ჩხაიძის დაკრძალვამდე ერთი კვირით ადრე, 6 ნოემბერს ექსპერტმა ჩვენება მისცა სასამართლოს, სადაც კონკრეტულად ახსნა, რას ნიშნავდა ზურაბ ჟვანიას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნიდან მოყვანილი სამედიცინო ტერმინები. სასამართლოზე მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას „ყველა ორგანოში იყო სისხლსავსებობები, სისხლჩაქცევები. სწორედ მამუკა ჩხაიძემ უშუალოდ ჩაატარა გვამის შინაგან ორგანოებზე ძირითადი სამუშაო, ჩაიცვა კომბინეზონი, აიღეს მასალა და გაანაწილეს ჭურჭელში. მამუკა ჩხაიძეს ხელი ჰქონდა მოწერილი რაულ უსუპოვის სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზეც, თუმცა, მისივე აღიარებით, გვამი არ გამოუკვლევია და დასვნაზეც, სადაც მიუთითეს, ხელი იქ მოაწერა “, – წერს „ასავალ-დასავალი“ . გარდაცვლილი მამუკა ჩხაიძის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები