უკრაინის პატრიარქი: რუსეთის ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ატყუებს

 უკრაინისთვის ლოცვის გაძლიერებისკენ მიუწოდებს პატრიარქი ფილარეტი. კიევის და სრულიად უკრაინის პატრიარქმა უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერი ლოცვის წაკითხვისთვის ტაძრებს კურთხევა მისცა.
ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიქრქმა რუსეთის, როგორც აგრესორის ქმედებები მკაცრად დაგმო. კერძოდ, პატრიარქმა დონბასში რუსეთის ფედერაციის იარაღის და სამხედროების არ არსებობის შესახებ განცხადებები მთელი მსოფლიოს მოტყუებად შეაფასა. ფილარეტმა უკრაინის ჰიმნის ციტირება მოახდინა და აღნიშნა, რომ მშვიდობა უკრაინას მხოლოდ თავისუფლების პირობებში სჭირდება.
„მტერი ჯერჯერობით არ ნებდება და ამიტომ ჩვენ უფალს უნდა მივმართოთ, რადგან ყველაფერი ღმერთისგანაა დამოკიდებული. ის არ იყო საკმარისი, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა, ის კიდევ მთელ მსოფლიოში ცრუობს. და ღმერთი ასეთი ადამინების გვერდით არ არის. და რადგან ღმერთი არ არის – ეს მთავრობა დამარცხებისთვისაა განწირული“, – განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები