გაუშვებთ დამბრიდავენ, არ გაუშვებთ, დამბრიდავენ – რა კავშირი აქვს სკანდალურ ჩანაწერებს გეგეშიძის გარდაცვალებასთან?

გაზეთ “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში გიორგი მამაცაშვილი “რუსთავი2”-ის ექსდირექტორ გოგი გეგეშიძის გარდაცვალების საეჭვო ვერსიაზე საუბრობს.
სკანდალურ ჩანაწერებში, რომელიც გიორგი მამაცაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, გოგი გეგეშიძე ამბობს: „არ ვიცი, რა უნდათ, ვერ გავიგე, რა უნდათ. არ ვიცი, თქვენ გამომიტანეთ განაჩენი. გაუშვებთ – დამბრიდავენ, არ გაუშვებთ – დამბრიდავენ“.
როგორც მამაცაშვილი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, როდესაც ადამიანი გულით კვდება და ამ ჩანაწერებში ისმის მისი სიტყვები, „ჩვენ ყველას დაგვბრიდავენ“, ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს. „გახსოვთ გოგი გეგეშიძის გარდაცვალების დრო და მიზეზი? შერლოქ ჰოლმსისთვის ეს, ალბათ, გამოძიების თემა იქნებოდა… როდესაც ადამიანი გულით კვდება და ამ ჩანაწერებში ისმის მისი სიტყვები, „ჩვენ – ყველას დაგვბრიდავენ“, ბევრი კითხვა შეიძლება გაჩნდეს“, – ამბობს მამაცაშვილი.
ჩანაწერებში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების – გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, გივი თარაგამაძის შესახებ არის საუბარი, რომლებიც 2007 წელს ტელეკომანია “იმედის” ჟურნალისტებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ხელისუფლება სიუჟეტის გადაცემიდან ამოღებას ითხოვდა.

ფრაგმენტი #1

„სოსო ბარნაბიშვილი: ვინ გეუბნება მაგას, გივი?
გოგი გეგეშიძე: ყველამ დამირეკა სახლში ვიჯექი, სტუმრები მყავდა. რა ვუთხრა ახლა, პროსტა, რა ვუთხრა არ ვიცი“..

ფრაგმენტი #2

„გოგი გეგეშიძე ტელეფონზე ცდილობს მოაგვაროს პრობლემა.
ლიზი ვაჩნაძე: ეგ ვინ არის, გივია?
გოგი გეგეშიძე: გიგა, გიგი.
ლიზი ვაჩნაძე: გივი, გიგა, გიგი“…

ფრაგმენტი #3

“გოგი გეგეშიძის სატელეფონო საუბარი: „გიგის ტელეფონი მითხარი, რა… არაფერი სიუჟეტი რო გავიდა დილით, ის ანონსები 7 დღის. და ბურჯანაძეზე არის ისა რა… პატარა, ჩვეულებრივი, არქივზეა წყობილი რა… ხო და ატეხეს ერთი ამბავი რა. ვინაა ეხლა, არ იცი ვინ იქნებოდა? არ უნახია, არა დღეს გააკეთეს და გაუშვეს ანონსი… ჩვეულებრივი, რაც იყო კადრები ეგ არი რა… ხოდა რა ვიცი, ატეხილია ერთი ამბავი… გიგიმ, ზაზა იმან, გივიმ, რავი ყველამ რა“…

ფრაგმენტი #4

„გოგი გეგეშიძე: ვაკოს სიუჟეტის გულისთვის ჩიქოვანს გუშინ ხსნიდნენ, ჩემი დედა მ… რა უნდა ვქნაო, ჩიქოვანი მწერდა, რა მოხდა რომ გავიდესო“?

ფრაგმენტი #5

„გოგი გეგეშიძე: „ყველამ ყველაფერი აიშორა და გამოვედი მე, რატომ გავუშვი. ცალკე დამირეკა ერთმა, ცალკე დამირეკა მეორემ. ყველამ დამირეკა. არ მკითხოთ ვინ არ დამირეკა, რო კაროჩე რა ხდება? რატო გადის ეს სიუჟეტი. ხო შევთანხმდით რომ არ გადის შიდა პოლიტიკა სამი გადაცემა. არჩევნებამდე ხო შევუთანხმდით სასტავს, რომ აღარ გადის ეს გადაცემები რა და ვაკეთებ გარე პოლიტიკას“…

ფრაგმენტი #6

„დაჩი გრძელიშვილი: კონტრაქტი გივის არ ჰქონდა წაკითხული, თუ იმას? ძაან ხუთიანზე იცოდა ყველამ ყველაფერი.
ზაზა წულაძე: მიშას არ ჰქონდა წაკითხული?
გოგი გეგეშიძე: მიშას ნამდვილად არ ჰქონია.
ზაზა წულაძე: აუჰ, კაი, რა…
რუსუდან ცხომელიძე: გივიმ რომ იცოდა, ვიცი.
გოგი გეგეშიძე: გივიმ ხო, ალბათ, იცოდა. გივიმ გააფორმა თქვენთან კონტრაქტი“.

ფრაგმენტი #7

ზაზა წულაძე: „მე არ ვიცი, რას მეუბნება ყოველდღე უტიაშვილი და ვანო რას ეუბნება იმას? არაფერი არ უნდათ, ვაბშე არაფერი არ უნდათ. პეპლები და რაღაც ესეთები მარტო“.

ფრაგმენტი #8

„ზაზა წულაძე გოგი გეგეშიძეს: მაშინაც მე არ გავიტისკე შენ რომ პირველად შეგხვდით. აი მაშინ, ვანო მერაბიშვილი მირეკავდა ლამის დღეში სამჯერ და ბოლოს ჩემი ძმაკაცი გაიტისკა და პრეზიდენტთან დაიბარეს.
ზაზა წულაძე: გივი არა?
გოგი გეგეშიძე: გივი არა! გივი მოკვდა! ახლა ვისაც დავურეკე, იმან არაო.
ზაზა წულაძე: გიგას აზრია მასეთი?
გოგი გეგეშიძე: გიგას არა, ყველას აზრი იყო ასეთი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ მაგ სასტავთანო, რომ არჩევნებამდე მწვავე თემები არ იქნებაო“.

ფრაგმენტი #9

გოგი გეგეშიძე: არ ვიცი, რა უნდათ, ვერ გავიგე, რა უნდათ. არ ვიცი, თქვენ გამომიტანეთ განაჩენი. გაუშვებთ – დამბრიდავენ, არ გაუშვებთ – დამბრიდავენ. მერე ალბათ ჩემს ფირმას თქვენს პონტში მოვიშორებ ეგრევე, აუცილებლად მოვიშორებ…“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები