კალაძე: ჩვენი კურსი მთელმა მსოფლიომ იცის, გარდა “სექტა „ნაციონალური მოძრაობისა”

ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინიტრი კახა კალაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას აფასებს. როგორც დღეს ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, 15 ნოემბრის აქცია მორიგი ბლეფი იყო. მისივე შეფასებით, აღნიშნული სააკაშვილის თვითპიარს ემსახურებოდა.
„ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ისტორია, ტრაგიკულად დაღუპული გმირები, წინა დღით გარდაცვლილი მეგობარი. ვფიქრობ, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. ჩვენი კურსი მთელმა მსოფლიომ იცის, გარდა გარკვეული დაჯგუფებისა, სექტისა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. ევროპა და ნატო ჩვენი ხალხის არჩევანია და ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია მოხდეს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები