“გალში მცხოვრები ქართველებისთვის დე ფაქტო მთავრობა კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს “

„გალის რაიონში ახლახან დანიშნული გამგებელი ქართველი მოსახლეობისთვის კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ გააკეთა.
დავითაიას განცხადებით, გამგებლის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, რომ გალიდან ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას თავიანთი საცხოვრებლის დატოვება აიძულონ.
„გალში დაინიშნა ახალი გამგებელი, მან გააჟღერა ტელევიზიით, რომ აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა გალის ტერიტორიაზე საკომენდანტო საათის შემოღებას აპირებს. საკომენდანტო საათი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც გალში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს პრობლემებს შეუქმნის. ეს შეიძლება ახალი ეთნიკური წმენდის დასაწყისი იყოს. კომენდანტის საათი არის იძულება, რომ ქართველებმა დატოვონ საცხოვრებელი ადგილები. ეს ხელისუფლების მკვეთრი რეაქციის საგანი უნდა გახდეს, რათა პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთზე ზეწოლით შეაჩერონ ეს პროცესი. საქართველოში შესაძლოა, დევნილთა ახალი ნაკადი გაჩნდეს“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები