სამტრედიაში შვილმკვდარმა დედამ 4 წლის გოგონა გაგუდა – ბრალდებული დაკავებულია

 სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში 4 წლის ბავშვი შვილმკვდარმა დედამ გაგუდა. როგორც ახლობლები აცხადებენ, აღნიშნული პიროვნება მცირეწლოვან ბავშვს ბიცოლად ეკუთვნოდა.
“ყველას ეგონა, რომ გოგონას გარდაცვალების მიზეზი ფილტვის ფარული ანთება გახდა, მამა ექსპერტიზის ჩატარებაზე დაარწმუნეს, მეორე დღეს ექსპერტიზის პასუხი მოვიდა, სადაც ეწერა, რომ ბავშვი ჰაერის უკმარისობით დაიღუპა. ეჭვმიტანილმა ჩადენილი იმ მიზეზით ახსნა, რომ “ჩემს შვილს ეს ბავშვი უყვარდა და მინდა, მასთან ერთად იყოსო”, – აცხადებს მეზობელი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 – ე მუხლით აღიძრა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები