სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფის” ტერიტორიაზე დეკლარაციის წესის დარღვევის გამო საქართველოს მოქალაქე დაჯარიმდა. როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 13 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის “სარფის” ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე პ.ო., რომლის ბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. მგზავრს, კერძოდ, შემოჰქონდა შემდეგი ნივთები: სამაჯური – 2 ცალი, ყელსაბამი კულონით – 2 წყვილი, ბეჭედი -3 ცალი, ოქროს ნამსხვრევები – 32,5 გრ, საყურე – 1 წყვილი, საერთო წონით 76,7 გრამი.
საქონლის საერთო ღირებულებამ 4 253 ლარი შეადგინა კანონდამრღვევს სანქციის სახით. სწორედ ამ თანხის გადახდა დაეკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები