დავით ბაქრაძე მინისტრის რანგში პირველ ვიზიტს იწყებს
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბრიუსელში დღეს მინისტრის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ბაქრაძე ღარიბაშვილთან ერთად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას დაესწრება.
„საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა იმართება, სადაც საკმაოდ მოცულობით ინფორმაციას გავცვლით ევროკავშირთან გაწეული სამუშაოს შესახებ. გაკეთდება კომენტარები ორივე მხრიდან, დაისახება მომავალი თანამშრომლობის გეგმები. ასევე ორმხრივი შეხვედრები იგეგმება ხვალ, ზეგაც, პრემიერი გამართავს შეხვედრებს ევროკომისრებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.