სამართალდამცველებმა შესაძლოა თავდაცვის სამინისტროში მორიგი დარღვევები გამოავლინონ

თავდაცვის სამინისტროში დარღვევები შესაძლოა, საბურავებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის მხრივაც აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაზეთი ”კვირის პალიტრა” წერს. გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაშიც” გამოავლინა.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სავარაუდო დარღვევები თავდაცვის სამინისტროს შპს “საქართველოს კვების” კომპანიაში დააფიქსირა. დარღვევები იკვეთება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტ “დელტაშიც”, თუმცა ანგარიშს გრიფი “საიდუმლო” ადევს. ასევე, არ არის გამორიცხული, სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის მარტში განახორციელა – სამხედრო მანქანებისთვის საბურავები შუამავალი სომხური კომპანიის მეშვეობით შეიძინა. საქმეში ჩახედული პირების ცნობით, კომპანია “არპანივი” საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დარეგისტრირდა და გაიმარჯვა კიდეც”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები