ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე კორპუსის ეზოში მგელი ცხოვრობდა

   ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მგელი ცხოვრობდა. დაშავებული ცხოველი თბილისში ერთ-ერთმა მცხოვრებმა სოფელ მარტყოფში იპოვა და გადაწყვიტა თან წამოეყვანა. გარეული ცხოველი ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ეზოში სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, მამაკაცმა, რომელიც მგელს პატრონობდა, სამაშველო სამსახური გამოიძახა. მაშველებმა მგელი თან წაიყვანეს. რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ ცხოველს მისთვის უსაფრთხო გარემოში გაუშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები