“ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ“

  ქართველი ხალხი მუდამ შემწყნარებელი იყო სხვა რელიგიების და სხვა ეროვნების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“თქვენ იცით, რომ 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები და სხვა რელიგიის, თუ ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ შეიწყნარებდა ამას და პატივს სცემდა მათ რელიგიას და ეროვნებას. დღეს არის საერთაშორისო დღე და ღმერთმა ინებოს მშვიდობა იყოს საქართველოში”, – განაცადა ილია მეორემ.
საკვირაო წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და სასულიერო პირები დააჯილდოვა.
ცნობისთვის, დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები