ქართველი ხელოვანების გამოფენა და კონცერტი სტამბოლში

   “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო”, “საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი”, სტამბოლის “ქართული კულტურის სახლთან” ერთად, აწყობს გამოფენას სახელწოდებით – “თურქეთი ქართულ ხელოვნებაში” და კონცერტს, რომელშიც ქართველი და თურქეთში მოღვაწე ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ,,კვირას“ სტამბოლიდან აცნობეს, გამოფენა და კონცერტი 23 თებერვალს, სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის ფაზილ საის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მონაწილეობენ: მომღერალი ბაიარ შაჰინი, მარიამ ელიეშვილი, “ქართული კულტურის სახლთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი “ერთობა”, ანსამბლი “კაფდაღი”, მოცეკვავეთა ქართული ანსამბლი ,,ფესვები ” საბერძნეთიდან და ჯგუფი “ბანის“ მომღერალი გიორგი ჩითაური.
გამოფენაზე”თურქეთი ქართულ ხელოვნებაში”, რომელიც 16 საათზე გაიხსნება, საქართველოში არსებული თურქული ნაციონალური კოსტიუმები და ფოტოები გამოიფინება. აგრეთვე ქართული ხელნაკეთი ნივთების, ქართული პროდუქციისა და გამოცემების პრეზენტაცია გაიმართება. სტამბოლში “ქართული კულტურის სახლი“ მიზნად ისახავს ჩვენებურებისთვის ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებას, ამ ენაზე არსებული ფოლკლორის, ლიტერატურის კვლევა-პოპულარიზაციას, თურქეთ-საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და ამ მიმართულებით მოღვაწე პიროვნებებისა და ორგანიზაციების დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები