26 მაისის ეპიზოდზე ლიტველი ექსპერტები დაიკითხებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს ლიტველი ექსპერტები დაიკითხებიან. ექსპერტები ევროპაში, მიტინგების დაშლის აპრობირებულ სხვადასხვა ვარიანტს წარმოადგენენ. მოწმეები დაცვის მხარის მიერ იქნებიან წარმოდგენილნი.
შეგახსენებთ, რომ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. ვანო მერაბიშვილს პროკურატურა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლასთან დაკავშირებით დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.