ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტი დროზე ადრე დატოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტი დროზე ადრე დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სამიტზე პუტინის მიმართ სხვა ქვეყნების ლიდერებისგან მწვავე კრიტიკა გამოითქვა. პუტინმა სამიტიდიან მისი ადრე წასვლა უძილობით ახსნა. „მე არ წავედი ერთობლივ სადილზე, მაგრამ იქ დარჩა ჩვენი ფინანსთა მინისტრი“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ბარაკ ობამამ საერთაშორისო მსოფლიოსთვის და უსაფრთხოებისთვის 3 საფრთხის შესახებ განაცხადა. პირველი – ებოლა, მეორე – რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ და მესამე – „ისლამური სახელმწიფო“.
„ჩვენ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების სათავეში და დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვებრძვით. ასევე, ვიბრძვით რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმარტ აგრესიის წინააღმდეგ, რაც მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ამ ყველაფერში MH17 კატასტროფის შემდეგ დავრწმუნდით“, – განაცხადა ობამამ.