ურუგვაის პრეზიდენტმა უარი განაცხადა მილიონ დოლარად გაეყიდა თავისი „ხოჭო“

ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ უარი განაცხადა თავისი 1987 წელს გამოშვებული Volkswagen Beetle („ხოჭო“) ერთ-ერთი არაბი შეიხისთვის მიეყიდა. ამ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი „Noticias24“ ავრცელებს. თავისი უარი პრეზიდენტმა ავტომობილთან შეჩვევით ახსნა.

2013 წელს ურუგვაიში მექსიკის ელჩმა ფელიპე ენრიკესმა მუხიკას შესთავაზა „ხოჭო“ აუქციონზე გაეყიდა. დიპლომატის სიტყვებით, ურუგვაის პრეზიდენტს სახელგანთქმული ავტომობილის გაყიდვით რამდენიმე სხვა, თანამდროვე ავტომობილს შეიძენდა. ხოსე მუნიკა „მსოფლიოს ყველაზე ღარიბ პრეზიდენტად“ ითვლება. ის თავისი ხელფასის, რომელიც თვეში 250 ათას პესოს ( 12 ათას 500 აშშ დოლარი) 90 %-ს მუდმივად საქველმოქმედო ფონდებს ურიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები