ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებზე პირველად გამოსცადეს

კანადელმა და ამერიკელმა ექიმებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებზე პირველად გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Reuters“-ი კანადის ხელისუფლების გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვაქცინა ვინიპეგის ლაბორატორიაში რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნებოდა და მისი სახელწოდება VSV-EBOV გახლავთ. მისი საშუალებით ცხოველებზე წარმატებული ცდები უკვე ჩატარდა.
ვაქცინის ლიცენზირება „NewLink Genetics corporation“-მა მოახდინა. ეს კორპორაცია სხვადასხვა სახის კიბოს სამკურნალო ბიოფარმაკოლოგიურ პრეპარატებს ამზადებს. ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად გალიფაქსის კლინიკაში (პროვინცია ახალი შოტლანდია) მოხალისეთა ჯგუფი შეირჩა. პარალელურად ვაქცინა აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტსა და აშშ-ს არმიის კვლევით ინსტიტუტში შტატ მერილენდში გამოცდებს უკვე გადის. ტესტების პირველი რეზულტატი მზად 2015 წლისთვის იქნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით ამ დროისთვის მსოფლიოს რვა ქვეყანაში ებოლათ დაავადების 14 413 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ამ დაავადებით 5177 ადამიანი გარდაიცვალა. ებოლას მსხვერპლთა ყველა დიდი რიცხვი გვინეაში, სიერა-ლეონასა და ლიბერიაში დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები