“ამ წუთებში მომაწოდეს ინფორმაცია” – რა ხდება “ნაციონალების” ოფისში სადღობელაშვილის ინფორმაციით

ახალგაზრდული მოძრაობა “თავისუფალი თაობის” ლიდერის ლადო სადღობელაშვილის ინფორმაციით პარტია “ნაციონალურ მოძრაბაში” განხეთქილებაა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ამ წუთებში მომაწოდეს ინფორმაცია ნაც ცენტრალური ოფისიდან. ნაც ბანაკში სერიოზული განხეთქილებაა, ვაშაძე-მელიას ჯგუფი სერიოზულად დაუპირისპირდა ბოკერია-თარგამაძეს გუნდს. ვაშაძე ხალხის სიმცირეს ბოკერია-თარგამაძეს აბრალებს და ითხოვს მათ ჩამოშორებას პარტიული რიგებიდან… ჩემი ინფორმაციით, ოთახიდან ისმის ჭიქების მსხვრევის ხმა და დედის გინება. ასევე მელი ითხოვს აგრესიული ახალგაზრდა ჯგუფების განეიტრალებას, ისეთების როგორებიც არიან „ზონა“ „პიკასო“ „დროა“ და ა.შ
P.S. მოკლედ დღეს ყველამ დაინახა, რომ ნაციონალების თითქმის ორთვიანმა აქტიურობამ შედეგი ვერ გამოღო, ვერც ფულით და ვერც ტყუილებით ვერ შეძლეს ნაციონალებმა ხალხის გამოყვანა. საქართველოს ვულოცავ გამარჯვებას ნაც მოძრაობაზე!”, – წერს სადღობელაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები