ღორმა ორი წლის ბავშვი შეჭამა

ჩინეთის პროვინცია ძიანსუში შოკისმომგვრელი შემთხვევა დაფიქსირდა. ღორმა ორი წლის ბავშვი შეჭამა, რომელიც ძალზე ახლოს მივიდა მის ახალდაბადებულ გოჭებთან. ამ ინფორმაციას გამოცემა „Daily Mail“-ი ავრცელებს.
ორი წლის ვეი ცაო ეზოში თამაშობდა. ერთ-ერთ მომენტში მშობლები სახლში შევიდნენ და ბიჭუნა რამდენიმე წუთით ყურადღების გარეშე დატოვეს, ის გოჭებთან მივიდა. ღორმა ბიჭუნა თავისი ახალ გაჩენილი გოჭებისთვის საფრთხედ მიიჩნია და მას თავს დაესხა. ბიჭუნას თავზარდამცემ კივილზე მშობლები სახლიდან გამოცვივდნენ.
„სახლიდან გამოსვლისას ჩვენ უბრალოდ შოკში ჩავვარდით, ღორი ჩვენი ბიჭის თავს ჭამდა“ – ტირილით ჰყვება ბავშვის მამა.
ოჯახის მეზობლები, ყვირილის მოსმენისას, საშველად მოვიდნენ. საშინელი სურათის დანახვის შემდეგ, მათ ღორი ხეს მიაბეს და ცემით მოკლეს. ღორის მუცელში შემდგომ პატარა ვეის თავის ქალის ნაწილები და თმები აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები