პელე საავადმყოფოდან გაწერეს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თირკმელიდან ქვების მოცილების ოპერაცია გადაიტანა და შაბათს სან-პაულუში ალბერტ აინშტაინის ჰოსპიტალიდან გამოწერეს. სამგზის მსოფლიო ჩემპიონი საავადმყოფოში ოთხშაბათ ღამით მუცლის არეში ძლიერი ტკივილის გამო გადაიყვანეს. პელე ქალაქ სანტოსის ერთ-ერთი მუზეუმის გამართულ წიგნის პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა. მაგრამ ღონისძიების დაწყებამდე სამი საათით ადრე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა თავი შეუძლოდ იგრძნო. პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორგანიზატორები იძულებული გახდნენ პრეზენტაცია გადაედოთ. გამოკვლევის შედეგად 74 წლის ბრაზილიელს თირკმელში კენჭების არსებობა დაუდგინეს და ხუთშაბათს დილით მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით პელე შაბათს დილის 10:00 საათზე გამოწერეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები