“ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო და უფრო მეტი წევრი დატოვებს”

“ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო და უფრო მეტი წევრი დატოვებს დროთა განმავლობაში“ ეს იყო ჩვეულებრივი აქტივისტური აქცია, რომელიც აჩვენებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქტივისტებიც კი უმცირდებათ რიგებში, – ასე აფასებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გამართულ აქციას.

“მართალი ვთქვა, მეგონა, რომ მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო ასეთი საყოველთაო ნაციონალური მობილიზაციის პირობებში. აქტივისტების რაოდენობაც კი მეტი მეგონა. ეს იყო ჩვეულებრივი აქტივისტური აქცია, რომელიც აჩვენებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” აქტივისტებიც კი უმცირდებათ რიგებში. ალბათ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღითიდღე ხვდებიან, რომ ამ პარტიასთან თანამშრომლობა გარდა იმისა, რომ სირცხვილია, ასევე წამგებიანია. ვფიქრობ, საიმედო მოცემულობა წარმოჩნდა ამ აქტივისტურ აქციაზე, “ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო და უფრო მეტი წევრი დატოვებს დროთა განმავლობაში“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები