ალექსი პეტრიაშვილი დავით ბაქრაძეს მხარდაჭერას უცხადებს
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძის დაინიშვნას სოციალური ქსელით ეხმიანება და მას წარმატებას უსურვებს.
“ჩემს კოლეგას, მეგობარს, კარგ ქართველს და პატრიოტ კაცს, დავით ბაქრაძეს ვუსურვებ წარმატებას, გამარჯვებას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების ბოლომდე რეალიზებაში თავისი უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანას! სრული მხარდაჭერა ჩემი მხრიდან დავით ბაქრაძეს”, – აცხადებს პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძე დაინიშნა.