პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტიდან დროზე ადრე წასვლას არ აპირებს – პესკოვი
ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტის დროზე ადრე დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს სრული სისულელეა. ამ თემას წინ წევენ, მაგრამ ეს სიტუაციის ჩვეულებრივი რუტინაა“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტი, შესაძლოა, დროზე ადრე დატოვოს. „პრეზიდენტის გარემოცვიდან წყაროს განცხადებით, პუტინის გამგზავრების მიზეზი დასავლეთის ლიდერების მიერ უკრაინის საკითხზე რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პოზიციის კრიტიკა გახდა“, – წერს „როიტერი”.