რუსეთს, როგორც აგრესორს, შესაძლოა, გაეროში ვეტოს უფლება ჩამოართვან

  გაეროს უშიშროების საბჭომ შესაძლოა უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების შედეგად აღიაროს. ამის შესახებ გაეროსთან არსებული უკრაინის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იური სერგეევმა განაცხადა, – წერს „სეგოდნია“.
სერგეევის აზრით, უშიშროების საბჭოს წევრების პოზიციების ეტაპობრივი დაახლოვება მიდის. ისინი ერთიანი აზრისკენ მიდიან, რომ რუსეთი ქვეყანა-აგრესორად აღიარონ. გაეროსთან უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია უარყოფს იმას, რომ უკრაინის აღმოსავლეთით სამხედრო კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს. ამის დადასტურების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციას გაეროს უშიშროების საბჭოში ხმის და ვეტოს უფლება წაერთმევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები