ირმა ინაშვილი: ვზივარ ჩემს ოთხაში ახლა და კარგად ნაცნობ წარმოდგენას ვუყურებ…

  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “ნაციონალური მოძრაობის აქცია “არა ანექსიას” სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ჰო, მართლა, ეს გლეხი მთელი 2 წელი ელოდა, რომ… რასაც ვამბობდით წამებაზე, ადამიანების ტანჯვაზე, ის დანაშაული დამტკიცდებოდა. დამნაშავე დაისჯებოდა. 2 წელი დაკარგე, რატომ? რა კოჰაბიტაციის ვნება შეგეყარა ამისთანა? და როცა ნახა ამ გლეხმა, რომ დანაშაულის დამტკიცება ახლა დაიწყე, დაეჭვდა შენში… რწმენა დაკარგა. წადი და აუხსენი, რომ არჩილ კბილაშვილის “დიდი დამსახურებაა” ეს ნიჰილიზმი, ხოლო დღეს უკან დახევა აღარ იქნება. მიდი და უთხარი, რომ დასავლეთს ვერ უწევდი წინააღმდეგობას და ამიტომ წახვედი კოჰაბიტაციის გზაზე. იქნებ გაიგოს ამ გლეხმა, მაგრამ ამასაც არ ამბობ. მეტიც, ახალ საპარლამენტო კოჰაბიტაციას იწყებ ძველ ნაციონალებთან და გვარწმუნებ, რომ ამ ხალხის დამსახურება, თურმე, დიდია… სადაა ეს “დამსახურება”, რაში ჩანს?! და ვზივარ ჩემს ოთხაში ახლა და კარგად ნაცნობ წარმოდგენას ვუყურებ: კოლონები, სადაც 1500 კაცის ნაცვლად, 25 ზის… მაგრამ კოლონები! ლოზუნგები, რომ სამშობლო გადასარჩენია… დიდი მწამებლის პირდაპირი ჩართვა კიევიდან… საუბარი მიწებზე, პატრიოტიზმზე, ოკუპაციის მანკიერებაზე… რატომ მასმენინებ ამას? ეს კინო ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში ვნახე. მაშინ გამოუვიდათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად მიტინგით დასრულდება და არა ვარდებით”, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები