პუტინი კოალას ჩაეხუტა

  ვლადიმერ პუტინი იმ მსოფლიო ლიდერების სიაში შევიდა, რომლებმაც ავსტრალიაში კოალებთან ჩახუტებულებმა სურათი გადაიღეს. ფოტოსურათი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ტონი ებოტი ცხოველებს იჭერენ, ადგილობრივმა გაზეთმა „ზე დეილი ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა. პუტინს ასევე ბარაკ ობამა და ანგელა მერკელმა მიბაძეს.
შეგახსენებთ, კოალებს „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე „ჩახუტების გაკვეთილებს“ უტარებდნენ. კოალებმა გამოცდა „ფრიადზე“ ჩააბარეს.
კოალასთან ერთად ფოტოს გადაღება ნაკრძალში – ერთგვარი ტრადიციაა. პარკში 130-მდე კოალა ბინადრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები