ილარიონოვი: პუტინი საკუთარ ჯარებს უკრაინაზე შეტევის ბრძანებას მისცემს

  „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სწორედ აღმოსავლეთ აზიაში და ავსტრალიაში საკუთარი ვიზიტის გამო უკრაინასთან კონფლიქტში ტაქტიკურ პაუზას მიმართავს. პუტინს არ აწყობს ძალადობის ესკალაცია, როგორც მინიმუმ, იქამდე, სანამ საერთაშორისო ლიდერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს“. ასეთი მოსაზრება „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა, ეკონომისტმა ანდრეი ილარიონოვმა გამოთქვა.
ილარიონოვის აზრით, რუსეთი უკრაინაში საკუთარი ძალების გაძლიერებას ახორციელებდა და იარაღის რაოდენობას ზრდიდა. რამდენიმე დღის წინ კრემლის რიტორიკა უეცრად დარბილდა, – განაცხადა ილარიონოვმა.
მისივე მტკიცებით, სიხარული ნაადრევია – პუტინმა უბრალოდ ტაქტიკურ პაუზას მიმართა.
„ეს პაუზა, შესაძლოა, ნაწილობრივ აშშ-ს კონგრესში არჩევნების შედეგებთანაა დაკავშირებული, მაგრამ უფრო მეტად, ჩემი აზრით, პუტინის ვიზიტთან აღმოსავლეთ აზიაში, აზიის და წყნარი ოკეანეს ეკონომიკურ ფორუმზე და „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ცხადია, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ პუტინის და დასავლური ლიდერების შეხვედრების დროს უკრაინაში სიტუაციის გამძაფრება და რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმები მოლაპარაკებებისთვის არასასურველს ფონს შექმნის. თუ ეს სწორი შეფასებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ჩვენ კვლავ დაძაბულობის ზრდას დავინახავთ, შესაძლოა კი ის იერიში, რომელზეც უკრაინელი, რუსი და დასავლური დამკვირვებლები საუბრობდნენ“, – განაცხადა ილარიონოვმა.
ილარიონოვის თქმით, ახლა ვლადიმერ პუტინი ჩიხში აღმოჩნდა, რადგან მას მუდმივად არ შეუძლია უკრაინის აღმოსავლეთით რუსული ჯარების შეკავება და არც წინ მოძრაობის, არც უკრაინიდან გამოსვლის ბრძანების გაცემა, – არ გაცემა.
„მან ერთ-ერთი ბრძანება უნდა გასცეს და ეს პუტინმა ძალიან მოკლე დროის განმავლობაში უნდა გააკეთოს: რამდენიმე დღიდან ერთ-ორ კვირამდე“, – აღნიშნავს ილარიონოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები