კანადის პრემიერმა, პუტინს მისალმებისას, უკრაინიდან “წათრევა” ურჩია

„დიდი ოცეულის“ სამიტზე ხელის ჩამორთმევისას კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ ის უკრაინიდან უნდა “წაეთრიოს”. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ პრემიერის წარმომადგენლის ჯეისონ მაქდონალდზე დაყრდნობით იუწყება. „ვფიქრობ, რომ ხელი უნდა ჩამოგართვათ, მაგრამ მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: უკრაინიდან წაეთრიეთ“, – განაცხადა ჰარპერმა. პუტინის პასუხი ამაზე არ იყო დადებითი, განაცხადა მაქდონალდმა, თუმცა დეტალები არ გაუჟღერებია. რუსეთის დელეგაცია კომენტარებისთვის მიუწვდომელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები