პუტინი ოლანდს შეხვდა: „ტურბულენცია“ (არეულობა) საერთაშორისო საკითხებში დიდხანს არ გაგრძელდება

  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრა საფრანგეთის ლიდერთან ფრანსუა ოლანდთან გამართა.
„საფრანგეთი და რუსეთი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთთან არამარტო კეთილ, არამედ სასარგებლო ურთიერთობებს ინარჩუნებდნენ. დღეს საერთაშორისო საკითხებში ბევრი ტურბულენტური მომენტებია და ჩვენი პოზიციები ყველა საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა. მით უმეტეს, სასარგებლოა შეხვედრის და ამ საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა იმისთვის, რომ რისკების და ორმხრივი ურთიერთობების ნეგატიური შედეგების დაყვანა მინიმუმამდე მოხდეს“, – განაცხადა პუტინმა.
ოლანდმა, თავის მხრივ, უკრაინის კრიზისის დარეგულირების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. „ჩემი აზრით, ჩვენ აღარ მოგვიწევს დიდი ხნის მანძილზე მსოფლიოში ტურბულენციისგან განცდებში ყოფნა. როგორც ვამბობდით 6 ივნისს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია იმისთვის, რომ უკრაინაში და მსოფლიოს სხვა ადგილებში არსებული კრიზისის დარეგულირება მოხდეს“, – აღნიშნა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები