დამკრძალავ ბიუროში გადასვენებულმა ქალმა 11 საათის შემდეგ გაიღვიძა

  91 წლის პოლონელმა ქალმა ჟანინა კოლკიევიჩმა, რომელიც ახლობლებს უკვე გარდაცვლილი ეგონათ და დამკრძალავ ბიუროში გადაასვენეს, 11 საათის შემდეგ გაიღვიძა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექიმი ქალის სახლში გამოცხადდა, მას შემდეგ რაც ოჯახმა მას ქალბატონი ჟანინას გარდაცვალების შესახებ აუწყა. „ქალბატონს პულსი და გულისცემა გავუსინჯე, სუნთქვაც შევუმოწმე, სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა,“ განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.
მან გარდაცვალების დამადასტურებელი ცნობა გასცა და ოჯახიც დაკრძალვისათვის საჭირო პროცედურებისათვის მზადებას შეუდგა. დამკრძალავ ბიუროში უჩვეულო რამ მოხდა. ქალი “გაცოცხლდა”.
ქალბატონი ჟანინა ახლა სახლშია. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ექიმის წინააღმდეგ აღძრულია საქმე სისოცხლისათვის საფრთხის შექმნის ბრალდებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები