ავსტრალიის ჩინოვნიკებმა პუტინთან მისალმებაზე უარი განაცხადეს (ფოტო)

   ავსტრალიის გენერალურმა პროკურორმა ჯორჯ ბრანდისმა და გენერალ-გუბერნატორმა სერ პიტერ კოსგროუვმა ბრისბენის აეროპორტში „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულ ვლადიმერ პუტინთან მისალმებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ავსტრალიური გამოცემა „ზე კურიერ მეილი“ იუწყება.
„გენერალური პროკურორი ჯორჯ ბრანდისი და გენერალ-გუბერნატორი სერ პიტერ კოსგროუვი შემჩნეულნი იყვნენ ასაფრენი ბილიკის მახლობლად, თუმცა პუტინთან მისასალმებად არც ერთი ნაბიჯით წინ არ წამოუწევიათ“, – წერს გამოცემა.
რამდენიმე წამის შემდეგ კი, გამოცემის მტკიცებითვე, ბრანდისი სიხარულით გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, შემდეგ კი ჩინეთის პრეზიდენტს სი ცზინპინს მიესალმა.
ზოგიერთი ავსტრალიური მაღალჩინოსანი კი პუტინს, მიუხედავად ყველაფრისა, მიესალმა. ესენი თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სტიუარტ რობერტი და კვინსლენდის გუბერნატორი პოლ დე ჯერსი იყვნენ.
ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ აეროპორტიდან პუტინი ყველაზე გრძელი კორტეჟით გაემგზავრა. მისი კორტეჟი 5 ავტომობილით უფრო გრძელი იყო, ვიდრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის კორტეჟი და 7 ავტომობილით გრძელი – ავსტრალიის პრემიერის ტონი ებოტის კორტეჟზე.
შეგახსენებთ, რომ გამოცემამ „ზე კურიერ მეილი“-მ ვლადიმერ პუტინისგან მალაიზიური ბოინგის კატასტროფისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

10752077_868470416526531_1243505802_n

10799262_868470423193197_1826511734_n

10814106_868470419859864_686953915_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები