“დიდი ოცეულის“ სამიტზე ობამამ პუტინი ებოლას შეადარა

  აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ არის საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების სათავეში და დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვებრძვით. ასევე, ვიბრძვით რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმარტ აგრესიის წინააღმდეგ, რაც მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ამ ყველაფერში MH17 კატასტროფის შემდეგ დავრწმუნდით“, – განაცხადა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ბარაკ ობამამ საერთაშორისო მსოფლიოსთვის და უსაფრთხოებისთვის 3 საფრთხის შესახებ განაცხადა. პირველი – ებოლა, მეორე – რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ და მესამე – „ისლამური სახელმწიფო“.
„ობოზრევატელის“ მტკიცებით, პუტინს ავსტრალიაში, სადაც „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს, „რთული საუბარი“ ელის.
აღსანიშნავია, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ტონი ებოტის განცხადებით, ავსტრალიას ვეტოს უფლება არ გააჩნია და ამის გამო იძულებულნი გახდნენ სამიტზე პუტინი მოეწვიათ.a

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები