უკრაინაში ჯარების გაყვანის წინასწარი გეგმის ვარიანტი შეათანხმეს

   ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის და კოორდინაციის ცენტრმა კონფლიქტის რეგიონიდან უკრაინის აღმოსავლეთით ჯარების გაყვანის გეგმის წინასწარი ვარიანტი შეათანხმა. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიურ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
„ცენტრის ხელმძღვანელებმა უკრაინიდან და რუსეთიდან განაცხადეს, რომ შეათანხმეს ჯარების ეტაპობრივი გაყვანის გრაფიკის პროექტი და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან დაიწყეს მისი განხილვა“, – განაცხადეს ეუთოს დამკვირვებლებმა.
გეგმა 28 დღეზეა გათვლილი. ის ორდღიან სამშვიდობო შეთანხმებას ითვალისწინებს, რის შემდეგ მომდევნო 5 დღე მძიმე ტექნიკის გაყვანისთვისაა განკუთვნილი. კიდევ 3 კვირა, დოკუმენტის თანახმად, მინსკის მემორანდუმით გათვალისწინებული მოწინააღმდეგე ძალების გაყოფას დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები