უკრაინას „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეიბა სურს

  უკრაინა G20-ის სამიტის მონაწილე ქვეყანა უნდა გახდეს, – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი იმედოვნებს, რომ უკრაინა „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ კლიმკინმა თვითერის საშუალებით განაცხადა.
„უკრაინა ამ სამიტზე 21-ე ქვეყანა უნდა იყოს. ჩვენგან ამ სამყაროში სტაბილურობა და წესების შესრულებაა დამოკიდებული. იმედია, ეს ყველას ესმის“, – განაცხადა კლიმკინმა.
G20-ის სამიტზე, რომელიც დღეს გაიხსნა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, გადასახადებთან დაკავშირებული კანონების მოდერნიზაციას და სხვა საკითხებს განიხილავენ.
„დიდი ოცეულის“ შემადგენლობაში შედიან არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ევროკავშირი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა და იაპონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები