თავდაცვის სამინისტრო ირმა ნადირაშვილს პასუხობს
თავდაცვის სამინისტრო ირმა ნადირაშვილს განცხადებით პასუხობს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ 3540 ლარი შეადგინა. „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას:
„საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა – 3540 ლარი;
სტაჟის დანამატი 25% – 885 ლარი;
საიდუმლოს დანამატი 15 % – 531 ლარი;
პრემიერმინისტრის ბრძანებით დანამატი – 4335 ლარი;
საკლასო ჩინის დანამატი 35 % – 1239 ლარი;
იმის გამო რომ საკლასო ჩინის დანამატზე ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2013 წლის მარტში მოხდა მისი გადაანგარიშება დანიშვნის დღიდან და შესაბამისად შეადგინა:
2012 წლის ოქტომბერი 269,32 ლარი;
2012 წლის ნოემბერი 1239 ლარი;
2012 წლის დეკემბერი 1239 ლარი;
2013 წლის იანვარი 1239 ლარი;
2013 წლის თებერვალი 1239 ლარი;
2013 წლის მარტი 1239 ლარი;
მარტის თვეში საკლასო ჩინის დანამატმა შეადგინა სულ 6464,32 ლარი. სულ მარტის თვის შემოსავალმა შეადგინა – 3540+885+531+4335+6464,32=15755,32 ლარი.
სულ მარტის პრემია 4335 ლარი;
სულ დარიცხული ხელფასი მარტის თვეში 15755,32+4335=20090,32
(აქედან საშემოსავლო 4018,06 ლარი, ხელზე აიღო 16072,26 ლარი).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება დანამატების და სტაჟის გათვალისწინებით, ხელზე შეადგენს 4946 ლარს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი მინისტრის დანამატი შეადგენს 2168 ლარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ მარტის თვეში ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო. ნადირაშვილმა ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
“მარტო მარტის თვეში (2013 წელს), ირაკლი ალასანიამ ხელფასისა და პრემიის სახით 20 090 ლარი აიღო. დაწვრილებით ინფორმაციას თავდაცვის მინისტრისა და ზოგადად თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკების ხელფასების შესახებ რამდენიმე დღეში გაგაცნობთ”, – აცხადებს ირმა ნადირაშვილი