ზურა კიწმარიშვილი და ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნენ

ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის ძმა ადვოკატთან ერთად საქმის მასალებს გაეცნო. ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით, სანამ საქმის მასალებს ბოლომდე არ გაიცნობენ, პროკურატურა კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე საგამოძიებო ვერსიას არ გაახმაურებს.
მისი თქმით, იგი პროკურატურაში ფოტომასალაზე ჩატარებული ექსპერიმენტებისა და ექსპერტიზების დასკვნებს გაეცნო. ზურაბ კიწმარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დრომდე გაცნობილი მტკიცებულებები მას ვერ აფიქრებინებს, რომ მისმა ძმამ თავი მოიკლა. თუმცა, მისივე თქმით, საქმეში არც ისეთი მტკიცებულება უნახავს, რომელიც გაამყარებდა მისი ძმის მკვლელობის ვერსიას, რომელიც ოჯახს გააჩნია.
დღესვე, კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა კომენტარი გააკეთა. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო მასალებს დაზარალებული მხარე სრულად გაეცნობა, პროკურატურაში შედგება შეხვედრა, სადაც უკვე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატებიქ სამართლებრივი გაანალიზების შემდეგქ პროკურატურას ყველა კითხვას დაუსვამენ, რომელიც მათ გააჩნიათ. მასალების გაცნობის პროცედურა კი ქალაქის პროკურატურაში ხვალ გაგრძელდება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ საბოლოო შეხვედრა, სადაც პროკურატურას კითხვები უნდა დაუსვან, მომავალ კვირაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები