საკადრო ცვლილებები შსს-ში ოფიციალურად დაადასტურეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში „კვირას“ სამხარეო მთავარ სამმართველოებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურად დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილება აჭარისა და გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოების უფროსის თანამდებობას შეეხო. აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად დავით თამაზაშვილი დაინიშნა, მან ვალერი თელია შეცვალა. ხოლო გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი მდინარეძემ გოჩა ფერსაშვილი ჩაანაცვლა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ფერსაშვილი და ვალერი თელია კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.