51-ე ბატალიონის სამხედროების წარმატებული ოპერაცია ავღანეთში – ფოტოკოლაჟი

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა დასახლებულ პუნქტთან ახლოს ქვეითი პატრულირების დროს მძლავრი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს.
უწყების ცნობით, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა უსაფრთხოების კონტროლი რამდენიმე კვირის წინ გადაიბარეს. ქართველი სამხედროების ამოცანას საავიაციო ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს. მისიის წარმატებით შესრულებისთვის 51-ე ბატალიონის ჯარისკაცები დღისა და ღამის პატრულირებას ყოველდღიურად ახორციელებენ. პატრულირების დროს მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, საეჭვო ობიექტების გამოვლენა, მათზე დაკვირვება და ბატალიონის შტაბისთვის მიღებული ინფორმაციის გადაცემა ხდება. ქართველი ჯარისკაცები პატრულირებას ამერიკელ სამხედროებთან ერთად კომბინირებულად აწარმოებენ და დიდ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიას დასკვნით ფაზაზე ასრულებს. ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართულმა ქვედანაყოფმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარა. 51-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთი თვის მანძილზე გადიოდა.

1424382_871992866166790_6122122583800553175_n

1896764_871992919500118_3756090555751826200_n

10303747_871992922833451_7943606801173930229_n

10367608_871992969500113_9099275479859192459_n

10393797_871992962833447_7344363337189183800_n

10460708_871992879500122_7132657922855294611_n

10533543_871992869500123_6751752129987751154_n

10731132_871992929500117_9020657506842828211_n

10805651_871993006166776_5652514377306827499_n

10689963_871992959500114_1610753128708408488_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები