დაბა ლენტეხში ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობითი დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, დაბა ლენტეხში, ხე-ტყის გადასამუშავებელ სახერხ საამქროში 10 კბ.მ-დე წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის უკანონო გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს უკანონოდ მოპოვებული სამასალე მორი ჩამოერთვათ.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნათ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები