გიორგი მარგველაშვილი: ევროპაში შესასვლელად ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო უნდა ჩამოვაყალიბოთ

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო ევროპის ქვეყანა გახდეს, მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო უნდა ჩამოვაყალიბოთ. მისი თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს.
„იმისთვის, რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო; სახელმწიფო, სადაც სამართლის უზენაესობა არის ხელშეუვალი პრინციპი. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს – როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლების ინსტიტუტები. საჭიროა ხელისუფლების განშტოებათა გამიჯვნა-განცალკევების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების გამართულად მოქმედი სისტემის ამუშავება. არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები. ნათელია, რომ დემოკრატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები