თელავში აგრარული ბაზარი დახურეს

კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, შპს “JAGARAA”-ს აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერეს – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ანტისანიტარია, ძაღლები ობიექტში, კოროზირებული საგნები და მოწყობილობა, ცხოველური წარმოშობის სურსათის არასათანადო ტემპერატურით დამუშავება და შენახვა, სურსათთან შეხებაში მყოფი მოწყობილობები დასუფთავება-დეზინფიცირების გარეშე.
შპს “JAGARAA” საწარმოო პროცესის განახლებას მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები