ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მსაჯების სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული რვა მსაჯის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ, ასევე, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მათ მტკიცებულებებში შედის მოწმეების ჩვენებები და ასევე ვიდეო და აუდიოჩანაწერები.