გურიაში თანასოფლელმა დაცვის პოლიციელის ცოლი გაიტაცა

გურიაში დაცვის პოლიციის თანამშრომლის მეუღლე გაიტაცეს. აღნიშნული ფაქტი “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმე აღძრულია 141-ე მუხლით, რაც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, შსს ოზურგეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გომის მთის მიმდებარე ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გატაცებული პიროვნება გაათავისუფლეს, გატაცებაში ეჭვმიტანილი კი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცების ფაქტი ორი დღის წინ მოხდა. სოფელ მაკვანეთში მცხოვრებ ქალბატონს, რომელიც ოზურგეთის დაცვის პოლიცის თანამშრომლის მეუღლეა, მისივე თანასოფლელმა ქალაქამდე ჩაყვანა შესთავაზა. თუმცა მამაკაცმა ქალბატონი გომის მთისკენ გაიტაცა. გატაცებულმა მეუღლესთან ტელეფონით დაკავშირება მოახერხა, რომელმაც დახმარებისთვის 112-ს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები