კახეთში რამდენიმე მე-8 კლასელმა მოსწავლემ მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურა

გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე მე-8 კლასელმა მოსწავლემ მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურა. ერთ-ერთი მშობლის თქმით, მოსწავლეებმა გოგონას სურათები გადაუღეს და შანტაჟის გამოყენებით, მასზე 2 თვის განმავლობაში ძალადობდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია „გურჯაანი“ ავრცელებს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები