რეზო ამაშუკელი: ან პროკურატურა დადებს მაგიდაზე, ეს ,,დემოკრატები“ ვინ არიან, თუ არადა, პროკურატურას ყველაფერი მოეკითხება

პოეტი რეზო ამაშუკელი აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ქმედებები წინასწარ იყო გათვლილი. როგორც პოეტი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ან პროკურატურამ „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ მამხილებელი დოკუმენტი დადოს, ან არადა პროკურატურას პასუხი მოეკითხება.
მისი თქმით, ალასანიას გუნდს თავისი ქმედებებით რაღაცის გადაფარვა სურდა.
,,ან პროკურატურა დადებს მაგიდაზე, ეს ,,დემოკრატები“ ვინ არიან, ყველანი რომ მაგრად კუნტრუშობდნენ თავის დროზე, თუ არადა, ამ პროკურატურას ყველაფერი მოეკითხება. ორი სიმართლე არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, დამნაშავეები არიან და რა ისტერიაც მოაწყვეს, პრევენციული იყო და რაღაცის გადასაფარად მოხდა. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი რაც მოხდა, სპონტანური ამბავი არაა და დიდი ხანი მზადდებოდა“,- მიიჩნევს ამაშუკელი.
პოეტი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, რომ ირაკლი ალასანია ,,ნაციონალების“ ლობისტია, – ეთანხმება და ამის დამადასტურებლად ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს.
,,მე ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი მისი ფრაზა, რომ ,,ჩვენ უნდა ვაშენოთ დემოკრატია სააკაშვილის ჩაყრილ ფუნდამენტზეო“, გესმით? ძვლებსა და სისხლის ფუნდამენტებზე ავაშენოთ? და, ,,ჩვენი ვალია, „ნაციონალური მოძრაობა“ გადავარჩინოთო!“. ერთი მთხლეა ეგენი სუყველა, თან თავიდან ბოლომდე“, – აცხადებს ამაშუკელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები