ლადო სადღობელაშვილი: ,,ნაციონალები“ ისეთი უსინდისოები არიან, რომ იმ ადგილას გამოდიან, სადაც 26 მაისს მსხვერპლი იყო

 

არავინ დაიჯერებს, რომ ,,ნაცმოძრაობა“, რომელიც რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს ყოველთვის აწარმოებდა, დღეს მის წინააღმდეგ აპირებს აქციის გამართვას, – ამის შესახებ ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალებმა“ ერთი ხელით ყველაფერი რუსეთს მისცეს და ახლა დგანან, რუსეთის მიმართ იგინებიან და იფურთხებიან. არადა, ,,ნაციონალები“ მათთან სულ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ესენი ისეთი უსინდისოები არიან, რომ იმ ადგილას გამოდიან, სადაც 2007 წელს ხალხი დაასახიჩრეს, ასევე, იქ, სადაც 26 მაისს იყო მსხვერპლი. მაგათ მადლობა თქვან, არჩევნების შემდეგ ასე ,,ლაითად“ რომ გადარჩნენ“,- განაცხადა სადღობელაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ 15-ის აქციაზე 7 ათას ადამიანს შეკრებს, შემდეგ კი შიმშილობას გამოაცხადებს.
,,ჩემი ინფორმაციით, ყველაზე დიდი 7 ათას ადამიანს გამოიყვანენ. თანაც იცით, როგორ? ჩამოიყვანენ თუ არა, 2-3 საათში დაიშლებიან. საღამოს 3 ათასი ძლივს დარჩება. საბოლოო ჯამში კი, ერთდღიანი აქცია იქნება.

ჩემი ინფორმაციით, 15-16 ნოემბრის შემდეგ, ,,ნაციონალები“ შიმშილობას გამოაცხადებენ. ექნებათ წვრილ-წვრილი პროვოკაციები, რომ სამუშაო დღეები როგორმე გადააგორონ და მერე ისევ 22-23-ში გააკეთონ ბოლო გასროლა“,- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
,,თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ,,ნაციონალები“ რაიონებში მოსახლეობას აქციაზე მოსვლის სანაცვლოდ ფულს უხდიან.
,,მე ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ,,ნაციონალები“ მარტვილში კოორდინატორებს 300 ლარს უხდიან, რომ ხალხი რამენაირად შეკრიბონ და თბილისში წამოიყვანონ. მაქვს ინფორმაცია, რომ 15-ში გამთენიისას ბათუმიდან ავტობუსები დაიძრებიან. ,,ნაციონალებს“ იქ ზონის უფრaოსები და კოორდინატორები ჰყავთ მობილიზებული.
,,ნაციონალები“ იმით სარგებლობენ, რომ მოსახლეობას ძალიან უჭირს. ხალხი შეიძლება ვერც ხვდებოდეს, სად მოდიან და ვის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომელიღაც სოფლებში ნამდვილი მიზეზი სულაც არ იციან. შეიძლება ატყუებენ და სხვადასხვა ხრიკით ჩამოჰყავთ“, – აცხადებს სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები