ოლეგ მელნიკოვთან კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

სამი პოლიციელის ცემის საქმეზე ე.წ. მოდულის შენობაში ოლეგ მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოლეგ მელნიკოვს აღნიშნულ საკითხზე ორი წლით პატიმრობა და დამატებით ორი წლით გამოსაცდელი ვადა, ანუ პირობითი მსჯავრი დაედო.
ასევე, მოსამართლემ დააკმაყოფილა საპროცესო შეთანხმება და აღნიშნა, რომ მელნიკოვი აღნიშნულ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დამნაშავედ არის ცნობილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები