ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „ლავასოღლი ბათუმსკი“ უკრაინიდან გააძევეს (ვიდეო)

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინიდან 32 წლის „კანონიერი ქურდი“ „ლავასოღლი ბათუმსკი“ გააძევეს. ამის შესახებ უკრაინული პრესა იუწყება. „კანონიერი ქურდი“ საერთაშორისო აეროპორტ „ბორისოპოლიდან“ საქართველოში გამოუშვეს. „ლავასოღლი ბათუმსკის“ უკრაინაში ჩასვლა 2017 წლამდე აეკრძალა.
შეგახსენებთ, რომ „კანონიერი ქურდი“ „ლავასოღლი ბათუმსკი“ ოქტომბრის ბოლოს კიევის ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალების შეკრებაზე დააკავეს. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა ქართველი „კანონიერი ქურდები“ ვარლამ კუხიანიძე – „ვატია“, მინდია გორაძე და სერგო ღლონტი – „გუგა“ დააკავეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=dsvsi9yD-f0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები