დღეს ახალაიასა და მელნიკოვის პროცესი სააპელაციო სასამართლოში განახლდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის დათა ახალაიასა და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის საქმის განხილვა განახლდება. სასამართლო განიხილავს პოლიციელების ცემის ფაქტს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და მათ მიმართ სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანებას.
ოლეგ მელნიკოვის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები დამნაშავედ ცნო. მელნიკოვის ადვოკატის ინფორმაციით, შესაძლოა, ამ საქმეზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგეს.