ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ანდეზიტთან ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამრღევებს უკანონოდ მოპოვებული 20 კბმ წიფლისა და ნაძვის ჯიშის საშეშე მასალა ჩამოერთვათ. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რეგიონულ სასამართლოს გადაეცა.